ГлавнаяИсполнителиQartuli xmebiGigilo
название:

Gigilo


автор:

Qartuli xmebi


рейтинг: ★★★★★ / 5.1 / 1128 просмотров
მინდა ღიღილა ჩაგაწნა თმებში,
შენს გზებს მოვყვები ქალავ.
კოცნას მოგტაცებ აპრილის თვეში,
გადმოვევლები არაგვს.

ვერ მოგცილდები მოხევის ქალო,
ნუღარ დამალავ თვალებს.
ლაშარის ჯვარი მთის წვერზე დარობს,
წყალს შენი ბაგით დავლევ.

ნუ გამიწყრები შენი კვნესამე,
ვერ დაგიძახებ დობილს.
თუ შამამხვდება გზაზე მესამე,
ჩვენსას ჩავასწრებ ქორწილს.

ააფრიალე ცაში მანდილი,
ცეცხლი წამკიდე თვალთა.
ცხენზე შეგისვა უნდა ქარივით,
კოცნით აგივსო კალთა.

მოვალ, შეხსენი გულის კარები,
ჩემს გზებს უხდები ქალო.
მთის არაგვივით გაგილაღდები,
თავად თავნება ქარო.

Послушать/Cкачать эту песню
Mp3 320kbps на стороннем сайте
А как ты думаешь, о чем песня "Gigilo" ?
2010-2020 © WebKind.Ru Тексты песен