ГлавнаяИсполнителиVaxtang kikabidzeჩიტო გვრიტო
название:

ჩიტო გვრიტო


автор:

Vaxtang kikabidze


рейтинг: ★★★★★ / 5.5 / 1474 просмотра
მე რა მამღერებს,
უძირო ზეცა ზამბახის ფერი,
თუ მილხინს ვმღერი,
თუ ვსევდიანობ მაინცა ვმღერი.

მე რა მამღერებს,
ვარდების სუნთქვა ყაყაჩოს ფერი,
ალბათ სიმღერით თუ დამანათლეს
ჰოდა მეც ვმღერი…

ჩიტო-გვრიტო, ჩიტო-მარგალიტო დააა…
ჩიტო-გვრიტო, ჩიტო-მარგალიტო დააა…

ჩემი სიმღერა,
ამ მზემ ამ ხალხმა ამ ზეცამ შობა, როცა ვმღერივარ,
შორიდან მათბობს ჩემი ბავშვობა.

როცა ვმღერივარ,
მე ჩემს მომავალს სიბერეს ვხედავ, დაუკითხავად სულში შემოდის ფარული სევდა.
ჩემი სიმღერა,
მთებმა მასწავლა ჩიტების სტვენამ.
ასე მგონია ამ სიმღერებით ავიდგი ენა. როგორც ამბობენ სიცოცხლის ბოლოს თუ მღერის გედი,
სიმღერით მოვკვდე რაღა ვინატრო ამაზე მეტი.

Послушать/Cкачать эту песню
Mp3 320kbps на стороннем сайте
А как ты думаешь, о чем песня "ჩიტო გვრიტო" ?
2010-2020 © WebKind.Ru Тексты песен