ГлавнаяИсполнителиზეცას შახZecas shaxeneo aparekav
название:

Zecas shaxeneo aparekav


автор:

ზეცას შახ


рейтинг: ★★★★★ / 5.2 / 1158 просмотров
"ზეცას შახენეო აპარეკავ,
მთვარე დათვისჯვრისკენ იტოლება,”
”ქალავ შავ თვალთ რაად მაპარებავ,
ანამც ჭერხოში რად მიყოლებავ?!”
”დღეს მე შენ სწორფერი ვიქნებიო,
ღამე გავიტანოთ საუბარით.”
”ქალავ, ნუ ამირი ფიქრებიო,
მამშორდ გაიგონე ნაუბარი!”
დილა უკეცია ვარსკვლავთ ფარდას,
მთვარეც გაწეულა დათვისჯვრისკენ,
”ვაჟავ, სად წახვედი, აღარ სჩანხარ,
ნეტავ, შენ სწორფერსამც დამიცდიდე.”
ღამე უტეხია მათ საუბარს,
დილა გათენებულ ნამიანი,
რიჟრაჟს არყიანი ბოთლა უყვარს,
ბოთლა ნაჭრელიან-სასმლიანი,
ბოთლა ნაჭრელიან-სასმლიანი.
სწორფერმ მოუტანა ბოთლით არაყ,
დილამ შუადღისკენ გაიწია,
კაცმა სასმელ ყანწით გადაცალა,
მერე ეშმაკურად ჩაიცინა.
ქალმა ლუკმა მისცა… თავ დახარა,
”კიდევ ერთი სთქვიო ხევსურისა…”
სასმელმ კაცის გონი გადაფარა,
(თანაც ის სწორფერი გვერდს უზის და…)

Послушать/Cкачать эту песню
Mp3 320kbps на стороннем сайте
А как ты думаешь, о чем песня "Zecas shaxeneo aparekav" ?
2010-2020 © WebKind.Ru Тексты песен