ГлавнаяИсполнителиJEMAL SEPIASHVILI & MEDEA DZIDZIGURIM. Dzidziguri & Dj. Sepiashvili - Sikvarulis Santlebi
название:

M. Dzidziguri & Dj. Sepiashvili - Sikvarulis Santlebi


автор:

JEMAL SEPIASHVILI & MEDEA DZIDZIGURI


рейтинг: ★★★★★ / 5.1 / 1140 просмотров
მე ღმერთს შევავედრე შენი სიყვარული,

ხატის წინ დამხობილს ცრემლი დამდენია.

ეხლა ეს ცრემლები სანთლად ანთებული

სულ ყველა ხატის წინ ხედავ რამდენია?!

ჩემი სანთლებია ასე მწუხარებით,

ასე მოწიწებით ჩუმად რომ იწვიან,

ჩუმად რომ ლოცულობენ პატარა სანთლები

ჩუმად ლოცულობენ ის კი არ იციან,

რომ ღმერთს შევავედრე შენი სიყვარული.

მეტი ქვეყანაზე მე რა დამრჩენია

და ყველა ხატის წინ ასე დანთებული

შენდა შესაწირად ჩემი სანთლებია.

ნეტავ შემისმინოს ღმერთმა ეს ვედრება

და თუ კი შემისმენს და თუ კი არ გამწირავს ,

რაც კი ქვეყანაზე წმინდა სანთლებია

სულ ყველას დავანთებ შენდა შესაწირად!

Послушать/Cкачать эту песню
Mp3 320kbps на стороннем сайте
А как ты думаешь, о чем песня "M. Dzidziguri & Dj. Sepiashvili - Sikvarulis Santlebi" ?
2010-2020 © WebKind.Ru Тексты песен