ГлавнаяИсполнителиTatia PetriashviliMe agar vtiri
название:

Me agar vtiri


автор:

Tatia Petriashvili


рейтинг: ★★★★★ / 5.1 / 1050 просмотров
დაღამდა ისევ და წვიმის წვეთები ეალერსებიან გულს მომდგარ დარდს
და მაგონებენ შორეულ წარსულს ცრემლს ბოროტებას ეკალს და ვარდს
წარსულს როდესაც ერთად ვიყავით წვიმაში ვცეკვავდით მე და შენ ვალსს
ეხლა კი ვზივარ უხმოდ რაფაზე და კვლავ ეული გავცქერი გზას
გავცქერი გზას და ველი იმ ქალს ვინც გამიქარვებს სევდას და დარდს
ვინც ჩემ ცხოვრებას ჩაუკრავს თვალს ვინც შემიყვარებს კოჭლსაც და ბრმას
არა არ მინდა ასეთი ქალი ჯერ ისევ მადევს ცხოვრების ვალი
ისევ მოედო მონატრებას ალი ვერ გამოვფხიზლდი მარად ვარ მთვრალი
დავბადებულვარ უსიყვარულოდ უშენობისთვის მიღვრია ცრემლი
შენთვის ჯოჯოხეთს სამოთხედ ვაქცევ შენს გამოჩენას სუზმარშიც ველი
მე აღარ ვტირი აღარც ვქვითინებ ბოლო წუთამდე შენთვის გავიღიმებ
აღარც ქარია და აღარც მტვერი შენი ფანჯრის წინ ვდგევარ და გელი
მე აღარ ვტირი აღარც ვქვითინებ ბოლო წუთამდე შენთვის გავიღიმებ
აღარც ქარია და აღარც მტვერი შენი ფანჯრის წინ ვდგევარ და გელი
თუ მე თვალიდან ცრემლი გადმომცდა მგონია მკერდში მფეთქავი გული
თუ გინდა ჩემთან მარად არ ყოფნა მომიახლოვდა ცხოვრება რთული
ისევ ის კოჭლი ვარ როგორსაც მიცნობდით ისევ ვერ ვიტევ გულში სხვას
მე არ შევმცდარვარ და არ გენდობოდი და ვაწყდებოდი ეჭვების ზღვას
ნუღარ გამკიცხავთ და ნუღარც განმსჯით ეჭვი ქართველს ხო მუდამ სჩვევია
სხვასაც ხომ უყვარს სხვასაც ენატრება სიყვარული ხომ ვის არ სწვევია
მე აღარ ვტირი აღარც ვქვითინებ ბოლო წუთამდე შენთვის გავიღიმებ
აღარც ქარია და აღარც მტვერი შენი ფანჯრის წინ ვდგევარ და გელი
მე აღარ ვტირი აღარც ვქვითინებ ბოლო წუთამდე შენთვის გავიღიმებ
აღარც ქარია და აღარც მტვერი შენი ფანჯრის წინ ვდგევარ და გელი..!

Послушать/Cкачать эту песню
Mp3 320kbps на стороннем сайте
А как ты думаешь, о чем песня "Me agar vtiri" ?
2010-2020 © WebKind.Ru Тексты песен