ГлавнаяИсполнителиTbili-siGaribi artisti
название:

Garibi artisti


автор:

Tbili-si


рейтинг: ★★★★★ / 4.8 / 809 просмотров
ღარიბი არტისტი, ქუჩაში გამოჩნდა
ნაცნობებს ესალმება, არავინ გამორჩა
გზას ისევ აგრძელებს, საუბარს რომ მორჩა
ქუჩიდან მალევე, თეატრში აღმოჩნდა

სცენა ჩაბნელდა სპექტაკლი იწყება
დარბაზი ნელ-ნელა, ხალხით ივსება
არტისტი კულისებში, ფარდას ეფარება
ნაცნობ მაყურებელს, შორიდან ეფერება

მშიერი არტისტი ქუჩაში აღმოჩნდა
მას ყველა გვერდს უვლის, ის ყველას გამორჩა
დარჩა, ორი მეგობარი, სატირა და კომედია
მისი ცხოვრება ხომ, არის ტრაგიკომედია

სცენა ჩაბნელდა, სპექტაკლი იწყება
დარბაზი ნელ-ნელა, ხალხით ივსება
არტისტი გარეთ დგას, სცენის მტვერი ენატრება
მას ყველა გვერდს უვლის, არავინ ეკარება

ღარიბი არტისტი, ქუჩაში აღარ ჩანს
თეატრის აივანზე მისი აფიშა მოსჩანს
დარბაზში ხალხი შემოდის და მალე გაივსება
არტისტის ხსოვნის საღამო სულ მალე დაიწყება

სცენა ჩაბნელდა, საღამო იწყება
დარბაზი ნელ-ნელა ხალხით ივსება
არტისტი კულისებში ისევ ფარდას ეფარება
მისი სული მაყურებელს შორიდან ეფერება

მისი სული მაყურებელს შორიდან ეფერება

Послушать/Cкачать эту песню
Mp3 320kbps на стороннем сайте
А как ты думаешь, о чем песня "Garibi artisti" ?
2010-2020 © WebKind.Ru Тексты песен