ГлавнаяИсполнителиAnanuriAli xar, qali xar
название:

Ali xar, qali xar


автор:

Ananuri


рейтинг: ★★★★★ / 4.9 / 945 просмотров
ეგ სახე მყინვართა სარკეში მინახავს,
მაღალ მთებს, ქარაფებს, აფრქვევდი მინანქარს,
ეგ თმები კლდეებზე ჩანჩქერად მინახავს,
ალი ხარ, ქალი ხარ – მითხარი ვინაა ხარ? X2

არ გეყო ძალით რომ დაიპყარ ეს გული,
მერე მთებს მიადექ რისხვით წარბშეკრული,
უფრთხილდი ლამაზო, მთა განაბულია,
აქ ყველგან ქარიშხლით მთაც განაბულია. X2

მე შენი სიმკაცრის ნაპრალში ვარდები,
ძვირფასო, საშველად ნუ დაგვიანდები,
მე ყველა ნაპრალზე ეგ მეტად მაშინებს,
კვლავ ხელი მომხვიე, კვლავ გადამარჩინე. X2

მივდივარ, მივყვები ჭიუხში მთამსვლელებს,
ხან ქარი მიბერავს, ხან წვიმა მასველებს,
მე შენმა სურვილმა მთამსვლელად მაქცია
წერაქვი მიჭირავს, წრიაფი მაცვია. X2

Послушать/Cкачать эту песню
Mp3 320kbps на стороннем сайте
А как ты думаешь, о чем песня "Ali xar, qali xar" ?
2010-2020 © WebKind.Ru Тексты песен