ГлавнаяИсполнителиMariam elieshvili shalva moreli -Satrfialo
название:

Satrfialo


автор:

Mariam elieshvili shalva moreli -


рейтинг: ★★★★★ / 5.1 / 1105 просмотров
შენი თვალები დამყვება ყველგან,
მომნატრებიხარ პატარა ქალო.
როგორ მიყვარხარ - მინდოდა მეთქვა,
მთაში გაზრდილი ვის შეგადარო.

დიდხანს გატარე გულში მალულად,
ქარს გავატანე ჩემი სიტყვები.
სიყვარულად რომ შემოპარულხარ,
თუ წარბს შამიკრავ - გაგიფრინდები.

შახსენ კარები, რომ სიყვარულის
ცეცხლით გავათბო შენი ფერია.
მინდა იცოდე - სხვა ყველაფერი,
ამ სიყვარულთან არაფერია.

შენს სიყვარულს და შენს თვალებს ვფიცავ,
დამყვება შენი სურნელის გემო.
მე შენი ლაღი ღიმილი მიყვარს,
არ აგერიო სხვა ვაჟში, ჩემო.

წყაროსთან მოვალ, რომ მოგკრა თვალი,
სხვისი ალერსი არ მიძებნია.
უნდა შეგასვა პეშვიდან წყალი,
ფიქრშიც შენს სახლთან დამძინებია.

შახსენ კარები, რომ სიყვარულის
ცეცხლით გავათბო შენი ფერია.
მინდა იცოდე - სხვა ყველაფერი,
ამ სიყვარულთან არაფერია.

Послушать/Cкачать эту песню
Mp3 320kbps на стороннем сайте
А как ты думаешь, о чем песня "Satrfialo" ?
2010-2020 © WebKind.Ru Тексты песен