ГлавнаяИсполнителиГео Гид ✈ქართული გადავიჩრდილებ ტყეში
название:

ქართული გადავიჩრდილებ ტყეში


автор:

Гео Гид ✈


рейтинг: ★★★★★ / 4.8 / 784 просмотра
გადავიჩრდილებ ტყეში, სადმე მოვნახავ ჩეროს, 
წყაროს წყალს დავლევ პეშვით, და შენ გახსენებ ჩემო. 

თუმც არ გიყვარდი, მაგრამ ვერ დავიჯერე თქმული, 
მაინც წამიღო დარდმა, მაინც მეტკინა გული. 

გათხოვილაო მითხრეს, შურთხმა დარეკა ზარი, 
თითქოს ყინულად ვიქეც გულს დამეყარა დარდი.

მე შენს ქორწილში მოვალ, დაგლოცავ სხვებთან ერთად, 
მაგრამ რა ვუყო თვალებს, ვერ დამალავენ სევდას. 

თვალებს მოწყდება ცრემლი, გულს სიყვარული არა 
დღეიდან ცალად ვივლი, თან წლებიც ასე გავა. 

გადავიჩრდილებ ტყეში, სადმე მოვნახავ ჩეროს, 
წყაროს წყალს დავლევ პეშვით და შენ გახსენებ ჩემო.

Послушать/Cкачать эту песню
Mp3 320kbps на стороннем сайте
А как ты думаешь, о чем песня "ქართული გადავიჩრდილებ ტყეში" ?
2010-2020 © WebKind.Ru Тексты песен