ГлавнаяИсполнителиDato kenchiashvili da dato archvadze studiis variantiМиквархар
название:

Миквархар


автор:


рейтинг: ★★★★★ / 4.7 / 741 просмотр
მიყვარხარ მაგ ღიმილს მოგტაცებ,
და დუმილს თანხმობად ჩაგითვლი,
ქალაუ, მე ჩემად მეგულვი,
შენს სავალ ბილიკთან დაგიცდი.
თეთრ ცხენზე შავ ნაბად მოსხმული,
ფიქრებშიც შენს გვერდით ვიქნები,
მოდიო,გეძახის გული და
მოდიო,გეძახის ფიქრები.
საწვიმარ ღრუბლებსაც გადავყრი,
მაგ შენი ოცნების ზეციდან,
მწყურიხარ,როგორაც მთის წყარო,
ნაჩქეფი მაღალი მთებიდან.
ჩაგიკრავ გულში და გაგიმხელ,
ჩემს დარდებს,ჩემს გულის ჩივილებს,
თუ როგორ ვიცხოვრე უშენოდ,
თუ როგორ ვებრძოდი ტკივილებს.
წაგიყვან,დავლახოთ მთები და
ნაზვავარს ვახაროთ იები,
ალიონს ორწყალზე შევხვდებით,
ცისკარზე დავთვალოთ მთიები.
როდესაც მზის სხივი მოგვძებნის,
ჩვენს სურვილს ზეცაში აიტანს,
მიყვარხარ,მაგ ღიმილს მოგტაცებ,
ცხოვრება დავიწყოთ თავიდან.

Послушать/Cкачать эту песню
Mp3 320kbps на стороннем сайте
А как ты думаешь, о чем песня "Миквархар" ?
2010-2020 © WebKind.Ru Тексты песен